მოლდოვის პრეზიდენტი პრემიერის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს ქვეყნისთვის სახიფათოდ აფასებს
მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი კიშინიოვში გამართულ საპროტესტო აქციებს გმობს და დემონსტრაციებს ქვეყნისთვის სახიფათოს უწოდებს.
„ღირსებისა და სიმართლის” , ასევე “მოქმედება და სოლიდარობისა” და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიების ორგანიზებით გამართულ დემონსტრაციაზე, მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას, საგადასახადო ამნისტიის შესახებ კანონის გაუქმებასა და ოპოზიციის წარმომაგენელთა პოლიტიკური დევნის შეწყვეტას მოითხოვდნენ.
საპროტესტო აქციას 6 500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
„ღირსებისა და სიმართლის” პარტიის წარმომადგენლები ასევე მოითხოვენ, ხელისუფლებამ აღიაროს კიშინიოვის მერის არჩევნები, სადაც გამარჯვება მათ მიერ წარდგენილმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოიპოვა. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, განახლდეს გამოძიება ქვეყნის ბანკებიდან გაუჩინარებულ მილიარდამდე ევროს თაობაზე და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების პასუხისგებლობის საკითხი დადგეს.
პარალელურად, დედაქალაქის ცენტრში აქცია გამართა პროსახელისუფლებო პარტია „თანასწორობამაც”, რის შემდეგაც ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. დემონსტრაციიის მონაწილეებმა ერთმანეთს ქვები და ბოთლები დაუშინეს. თუმცა, სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, შეტაკება თავიდან იქნა აცილებული.