მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. განცხადება ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა.
„ჩვენ, ყველანი ერთ გუნდში ვართ. დოდონის პოლიტიკას ორი მოკავშირე ჰყავს, პარტია და ხალხი. ჩვენ ხალხთან ერთად გადავწყვეტთ, გავაგრძელოთ გზა წინ თუ, არა“, – განაცხადა იგორ დოდონმა.
საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში ბოლოს 2016 წელს ჩატარდა.