მოლდოვის პრეზიდენტი ევროინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების დაბლოკვას გეგმავს
მოლდოვის პრეზიდენტი ევროინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების დაბლოკვას გეგმავს.
მმართველი „დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივა ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის კურსის გაძლიერებას ითვალისწინებს.
იგორ დოდონი ფიქრობს, რომ კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილებების შეტანა მმართველი პარტიის ელექტორატის კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს და ასევე დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირებას გაართულებს, რომლის მცხოვრებლებს კურსი უფრო მეტად რუსეთისკენ აქვთ აღებული.
საკონსტიტუციო ცვლილებები დადებითად შეაფასა ქვეყნის მთავრობამ და საკონსტიტუციო სასამართლომ.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, თუ პრეზიდენტი დოდონი ცვლილებებს დაბლოკავს, კანონპროექტს ან საკანონმდებლო ორგანოს ან მთავრობის ხელმძღვანელი დაამტკიცებს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდება. აღნიშნული პროცედურა დოდონის წინააღმდეგ ერთხელ უკვე გამოიყენეს.