მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან ორმხრივ პატივისცემასა და სარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობა უნდა
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, რუსეთთან ორმხრივ პატივისცემასა და ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობა სურს.
ქვეყნის დიპლომატიურ კორპუსთან საუბრისას, მოლდოვის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობების მიღწევა დამოკიდებულია არა მხოლოდ მოლდოვაზე, არამედ მოლდოვის პარტნიორებზეც.
მაია სანდუს განცხადებით, რუსეთთან არსებული უთანხმოებების გადალახვა კონსტრუქციული დიალოგით და ორმხრივი პატივისცემით არის საჭირო.
„რუსეთთან ურთიერთობა რთულია. ჩვენ გვაქვს ბევრი სფერო, სადაც ვთანამშრომლობთ. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. გვაქვს ვაჭრობის ტრადიციული კავშირები, მაგრამ არსებობს სფეროები, სადაც განსხვავებული მოსაზრებები და ინტერესები გვაქვს. კონსტრუქციული ურთიერთობები გულისხმობს ჩვენი ნეიტრალიტეტის პატივისცემას, მათ შორის იმ ვითარების გადალახვით, რომელშიც ახლა ვართ დნესტრისპირეთის პროცესში, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის არსებობას უკავშირდება“, – განაცხადა სანდუმ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.