მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მეზობელ რუმინეთთან გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ხალხი ისურვებს
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ მეზობელ რუმინეთთან გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ხალხი ისურვებს.
როგორც მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია „ჯორნალ ტივის“ (Journal TV) ეთერში აღნიშნა, ამ თემაზე კითხვა მოსახლეობას უნდა დაუსვან, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში კი შესაძლოა, გაერთიანება მოხდეს.
„ეს უნდა ჰკითხოთ მოსახლეობას. გაერთიანება შეიძლება, მოხდეს მხოლოდ ერის მხარდაჭერით. როცა ხალხი იტყვის, რომ ეს სურს, მაშინ მოხდება გაერთიანება“, – განაცხადა მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია Journal TV -ს ეთერში.
მანამდე ამ თემაზე განცხადება მოლდოვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იური ლიანკემ გააკეთა. როგორც ლიანკემ აღნიშნა, სავარაუდო საფრთხისგან თავის დაცვის მიზნით, მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანება აუცილებელია.