მოლდოვის პრემიერი - ჩვენი ნეიტრალიტეტი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია
ჩვენი ნეიტრალიტეტი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.
მოლდოვის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სხვა ნეიტრალური სახელმწიფოების გამოცდილება, როგორიცაა შვეიცარია, აჩვენებს, რომ კარგად აღჭურვილი არმია აძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ჩვენი ნეიტრალიტეტი კი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია. ჩვენ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ჯარში და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. საკმაოდ რთულ და სარისკო რეგიონულ კონტექსტში ვართ, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე აგრესია განახორციელა. უკრაინელებისა და მათი სიმამაცის წყალობით, მოლდოვა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ არის, მაგრამ ჩვენ ეს უბრალოდ არ უნდა მივიღოთ. ეს გვავალდებულებს, უფრო გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები, გავზარდოთ ჩვენი ურთიერთმოქმედების შესაძლებლობები და ჩვენი წვრთნები საერთაშორისო მისიებში უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დორინ რეჩანმა.