მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, იონ კიკუმ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან, იგორ დოდონთან და პარლამენტის სპიკერთან, ზინაიდა გრეცეანიისთან შეხვედრის შემდეგ, იონ კიკუმ თქვა, რომ მთავრობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით გადადგა.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები გაიმართება ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტთან, მაია სანდუსთანაც.
„ეს არის ამოცანა, რომელიც ჩვენ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ-დავაბრუნოთ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება. ეს აუცილებელია ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად. ამასთან დაკავშირებით, მე წამოვაყენე წინადადება ჩემი და მთავრობის გადადგომის შესახებ“, – განაცხადა იონ კიკუმ.