მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - „ვაგნერის“ ამბოხმა მოსკოვის სისუსტე გამოავლინა
„ვაგნერის“ ამბოხმა მოსკოვის სისუსტე გამოავლინა, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა „როიტერს“ განუცხადა.
„რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავდით, რუსეთის მმართველობის და რუსული ჯარის სარდლობის სისუსტეს უსვამს ხაზს. რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით“, – ამბობს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.
როგორც რეჩანი აცხადებს, რუსეთში აჯანყების მცდელობა უკრაინას მისცემს მოტივაციას და აუმაღლებს საბრძოლო სულს.
„მნიშვნელოვანია უფრო ძალისხმევა იმისთვის, რომ მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც სჭირდება ქვეყნის დასაცავად და რუსული ჯარების გასაძევებლად“, – ამბობს რეჩანი.