მოლდოვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას სამხედრო კუთხით ვერ დაეხმარებიან
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას სამხედრო კუთხით ვერ დაეხმარებიან

მოლდოვა უკრაინას სამხედრო დახმარებას ვერ გაუწევს. მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა.

„მოლდოვა მხარს უჭერს უკრაინას და მის მოქალაქეებს სხვაგვარად – ლტოლვილების მიღებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევით, საბანკო და ფინანსურ სექტორში ყველა საერთაშორისო სანქციის დაცვით. დღესაც უკრაინიდან დევნილი 90 ათასზე მეტი ადამიანი რჩება მოლდოვაში, ჩვენ ვუწევთ მათ ყველა საჭირო დახმარებას. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, არიან ქვეყნები, რომლებიც ბევრად უკეთ არიან აღჭურვილი და განვითარებული, რომელთაც დახმარების აღმოსაჩენად ეკონომიკური და ენერგეტიკული შესაძლებლობები აქვთ“, – განაცხადა გავრილიცამ.

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევმა კიშინიოვს სთხოვა მის ბალანსზე არსებული „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლების გაყიდვა ან გადაცემა, მაგრამ უარი მიიღო. როგორც უკრაინული მედია წერს, საბჭოთა კავშირის დროიდან მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში რჩება ექვსი „მიგ-29“.