მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა
მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა.
დოკუმენტში გაწერილია „ქვეყანაში და საზღვარგარეთ მყოფი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებს აქტივების ბლოკირების წესი, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი ქმედებები, რაც მსოფლიო დონეზე ერთსულოვნად არის სანქცირებული“.
როგორც მოლდოვის პარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, ახალი კანონი მიზნად ისახავს „გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრასა და სამართლებრივი ნორმების შესრულების უზრუნველყოფას“.
კანონის მიხედვით, მოლდოვაში საერთაშორისო სანქციების გამოყენებას ზედამხედველობას უწყებათაშორისი ორგანო გაუწევს.
როგორც მოლდოვაში აცხადებენ, კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ ევროკომისიის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწერილი რეკომენდაციის საფუძველზე მოამზადა.
რუსეთის საგარეო უწყებაში მოლდოვის გადაწყვეტილებას, მიუერთდეს ევროკავშირის სანქციებს, მორიგ „მტრულ ნაბიჯად“ შეაფასეს.