მოლდოვის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ იონ კიკუს მთავრობა დაამტკიცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იონ კიკუს მთავრობას მხარი 101 დეპუტატიდან 62-მა დაუჭირა. ახალ მთავრობაში 11 მინისტრიდან ექვსი პრეზიდენტ იგორ დოდონის მრჩევლად მუშაობდა.
მოლდოვაში მთავრობა 12 ნოემბერს გადააყენეს. პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 62-მა დეპუტატმა დაუჭირა. სანდუს მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების მთავარ მიზეზად კანონი დასახელდა, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატის არჩევას ერთპიროვნულად შეძლებდა.