მოლდოვის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი - მოლდოვის ხელისუფლება დნესტრისპირეთში სამხედრო პროვოკაციას ამზადებს
მოლდოვის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი - მოლდოვის ხელისუფლება დნესტრისპირეთში სამხედრო პროვოკაციას ამზადებს

მოლდოვის ხელისუფლება დნესტრისპირეთში სამხედრო პროვოკაციას ამზადებს, – ამის შესახებ მოლდოვის ოპოზიციური პარტია „შორის“ წარმომადგენელმა, მარინა ტაუბერმა განაცხადა.

მოლდოველი დეპუტატის მტკიცებით, პროვოკაციის მოწყობა 17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს იგეგმება, რომლის მიზანი მოლდოვის ომში ჩაბმაა.

მარინა ტაუბერის განცხადებით, ინფორმაცია არაერთი უცხოური სადაზვერვო სააგენტოდან იქნა მოპოვებული და სანდოა. მოლდოველმა პარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, სხვა გადამოწმებული წყაროების თანახმად, გასულ კვირას მოლდოვის ხელისუფლებამ რუმინეთს ჯარისა და პოლიციის უნიფორმის 10 000 კომპლექტი გადასცა.

„ფორმა პროვოკაციაში უცხოური სამხედრო კონტიგენტების ჩართვას ნიშნავს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობისთვის საჯაროდ მიგვეწოდებინა, რათა ხელისუფლების დავალებით მოქმედ პროკურორებს და პოლიციას არ გავეჩერებინეთ. ეს არის მოლდოვის ამჟამინდელი ხელისუფლების ბოროტი და მზაკვრული გეგმა“ – თქვა მარინა ტაუბერმა.

მოლდოვის მთავრობის სპიკერმა, დანიელ ვოდამ ტაუბერის განცხადებებს „ტყუილი და საზოგადოებაში შიშისა და განხეთქილების დათესვის სურვილი“ უწოდა.