მოლდოვის მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც კანონებში „მოლდოვური ენის“ და „სახელმწიფო ენის“ ტერმინ „რუმინული ენით“ შეცვლას ითვალისწინებს
მოლდოვის მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც კანონებში „მოლდოვური ენის“ და „სახელმწიფო ენის“ ტერმინ „რუმინული ენით“ შეცვლას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ფრაზები „მოლდოვური ენა“, „სახელმწიფო ენა“, „ოფიციალური ენა“ და „მშობლიური ენა“ ნებისმიერი გრამატიკული ფორმით – უნდა შეიცვალოს ფრაზით „რუმინული ენა“ შესაბამისი გრამატიკული ფორმით.
ასევე, კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ ნაწილში შემოთავაზებულია ტექსტის „ლათინური დამწერლობის საფუძველზე ფუნქციონირების“ მოძველებულად აღიარება. გარდა ამისა, მმართველი პარტიის, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პროექტის მიხედვით, ენის ეროვნულ დღეს, „ლიმბა ნოასტრეს“ – „ლიმბა რომინე“ დაერქმევა.
ინიციატივას მიესალმა რუმინეთის მთავრობა და ისტორიული ნორმა უწოდა.
„ოფიციალური ენის სტატუსის რუმინულ ენაზე დაბრუნება მოლდოვის რესპუბლიკაში ისტორიული ნორმაა და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე. ფრაზები „სახელმწიფო ენა“, „ოფიციალური ენა“ ან „დედაენა“ ანომალიაა“, – განაცხადა რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ, იონ-მარჩელ ჩოლაკუმ.