მოლდოვის დედაქალაქში, რუსეთის საელჩოს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა მიმდინარეობს, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს
მოლდოვის დედაქალაქში, რუსეთის საელჩოს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა მიმდინარეობს, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს

მოლდოვის დედაქალაქში, რუსეთის საელჩოს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. პოლიციამ მამაკაცი დააკავა. მისი ვინაობა უცნობია.

როგორც რუსულ მედიას დიპლომატიური წარმომამდგენლობის პრესმდივანმა, ანატოლი ლოშაკოვმა განუცხადა, მამაკაცმა საელჩოს ეზოში აალებადი სითხით ორი ბოთლი ისროლა და მიმალვა სცადა, ის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

საელჩოს თანამშრომლებმა ცეცხლი ჩააქრეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის გამო საელჩოში მოწყობილმა საარჩევნო უბანმა ცოტა ხნით მუშაობა შეაჩერა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებული მოლდოვის მოქალაქეა, რომელიც აცხადებს, რომ ასევე რუსეთის მოქალაქეობას ფლობს.