მოლდოვის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეები მთავრობისგან ზამთარში დაგროვილი ელექტროენერგიის გადასახადების სუბსიდირებას ითხოვდნენ, ასევე მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, მთავრობა არ ჩაერთოს ომში.
მედიის ცნობით, კიშინიოვში გამართული აქციის ორგანიზატორი „ხალხის მოძრაობა“ იყო და მას მხარს უჭერდნენ პრორუსული პარტიის წარმომადგენლები.
აქციის მიმდინარეობისას ისმოდა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს გადადგომის მოთხოვნაც.
აქციის დროს ქალაქში გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები. აქციის ორგანიზატორები მთავრობას მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ.