მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, სასურსათო მაღაზიაში მოხდა.
შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებიან გამომძიებლები.
გავრცელებული ცნობით, კიშინიოვის ცენტრი გადაკეტილია.