მოლდოვის ახალარჩეულ პრეზიდენტს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ზედამხედველობა ჩამოერთვა
პარლამენტის გადაწყვეტილებით, მოლდოვის ახალარჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ზედამხედველობა ჩამოერთვა.
ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
პარლამენტში გადაწყვეტილებას 101 დეპუტატიდან 51-მა დაუჭირა მხარი. საკითხის გახილვისას სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით, მოლდოვაში პარლმენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე შეკრებილებს მაია სანდუმ ვადამდელი საპარლმანეტო არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა.
„ევრონიუსი“ წერს, რომ გადაწვეტილება მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაა.