მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება.
შესაბამის განკარგულებას მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში მოქმედი საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო.
შეგახსენებთ, 15 აპრილს საკონსტიტუციო სასმართლომ დაადგინა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვის საფუძველი არსებობს, თუმცა არჩევნები ვერ დაინიშნა, რადგან მოლდოვის ექს-პრეზიდენტის თანაგუნდელმა დეპუტატებმა მოლდოვაში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს, რომლის მოქმედების პერიოდში კენჭისყრის ჩატარება კანონით დაუშვებელი იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა და მისი გუნდის წევრებმა გაასაჩივრეს.
საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასმართლომ ქვეყანაში მოქმედი საგანგებო რეჟიმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, რამაც მოლდოვის პრეზიდენტს საშუალება მისცა, რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა.