მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 54% შეადგინა
მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით ცხრა საათზე დაიხურა. მოლდოვური მედიის ცნობით, არჩევნებში მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რამაც 54% შეადგინა.
უბნების დახურვის შემდეგ ბრიფინგი ჩაატარა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. მაია სანდუს თქმით, მადლობას უხდის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და მოუწოდა უცხოეთში მყოფ მოლდოველებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ვიდრე დრო აქვთ.
მოლდოვის სოციალისტური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ ასევე მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ ყველა ხმას აქვს მნიშვნელობა და ახლა განისაზღვრება ქვეყნის მიმართულება.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს ჩატარდა, სანდუმ ხმების – 42.45%, ხოლო სტოიანოგლომ 25.98% მიიღო.