მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. ქვეყნის პირველი პირის თანამდებობისთვის ორი კანდიდატი – მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ექს პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ იბრძვის.
სანდუმ არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 36.16 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი – 32.61 პროცენტი.
ქვეყნის მაშტაბით 2 000 საარჩევნო უბანი დილის 7:00 საათზე გაიხსნა. პანდემიის გამო, საარჩევნო უბნებზე მისულ ადამიანებს პირბადეებს ურიგებენ, ასევე აუცილებელია, რომ უბანზე ამომრჩევლები საკუთარი კალმით მივიდნენ.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებს 2 000 ადგილობრივი და 300 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.