მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები პირველ ნოემბერს გაიმართება
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები პირველ ნოემბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში პირველ ნოემბერს გაიმართება.

გადაწყვეტილება მოლდოვის პარლამენტმა დღეს მიიღო. შესაბამისად, კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს იგორ დოდონის წინადადებას, რომელიც არჩევნების პირველ ნოემბერს დანიშვნას ითხოვდა.

ინიციატივას დარბაზში მყოფი 97 დეპუტატიდან 50-მა დაუჭირა მხარი.

მოლდოვის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 23 დეკემბერს იწურება.