მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

მოლდოვაში ისტორიული დღეა – ქვეყანაში პრეზიდენტს ირჩევენ და ამასთან ერთად, მიმდინარეობს რეფერენდუმი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პროევროპელი მაია სანდუ.

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ქვეყანაში რეფერენდუმიც მიმდინარეობს. მოლდოვის კანონმდებლობის ნორმების მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მოლდოვის არსებითი კანონი ავტომატურად შეიცვლება და მასში ევროკავშირში გაწევრიანება მიზნად ჩაიწერება.

საარჩევნო უბნები დილის 0:007 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოლდოველების დაახლოებით 60% უჭერს მხარს.

მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირდეს.