მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე პრორუსი ბიზნესმენის პარტიასთან დაკავშირებული საარჩევნო ბლოკის ოფისში სპეცრაზმი შევიდა
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე პრორუსი ბიზნესმენის, ილან შორის პარტიასთან დაკავშირებული საარჩევნო ბლოკის ოფისში სპეცრაზმი შენიშნეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქალაქ ბელცში „გამარჯვების“ საარჩევნო ბლოკის ოფისთან სამართალდამცავების მანქანები შენიშნეს.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა დაკავშირებულია ქვეყნის პროკურატურისა და გამოძიების ეროვნული ინსპექტორის ოფისის მიერ წამოწყებულ გამოძიებასთან, რომელიც 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზე შესაძლო გაყალბების მომზადებას უკავშირდება.
ამასთან, პოლიციის პრესმდივანმა, დიანა ფეტკომ განაცხადა, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ცნობისთვის, საარჩევნო ბლოკი „გამარჯვება“ 2024 წლის აპრილში მოსკოვშია დაფუძნებული პრორუს ბიზნესმენთან, ილან შორთან დაკავშირებული ხუთი პარტიის მიერ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აგვისტოში აღნიშნულ ბლოკს რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რამდენიმე მოლდოვურმა ტელეარხმა ჟურნალისტური გამოძიება გაავრცელა, თუ როგორ ცდილობს ილან შორის პოლიტიკური ძალა ამომრჩევლების მოსყიდვას.
20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება.