მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება

მოლდოვას საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრიან კანდუმ განაცხადა. ახლანდელი მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 30 ნოემბერს ეწურება.

კანონმდებლობით, არჩევნები აღნიშნული თარიღიდან სამი თვის ვადაში უნდა გაიმართოს. სპიკერის განმარტებით, დეპუტატებმა არჩევნების თარიღად მაქსიმალური ვადა შეარჩიეს, რადგან 2017 წლის ივლისში მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანა უკვე შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. შესაბამისად, საარჩევნო კომისიას მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდება.

შერეული სისტემის პირობებშიც პარტიებისთვის გადასალახი მინიმალური ზღვარი 6% -იან ბარიერზე შენარჩუნდება.