მოლდოვაში რუმინეთთან გაერთიანების მოთხოვნით ხალხმრავალი მსვლელობა გაიმართა
მოლდოვაში რუმინეთთან გაერთიანების მოთხოვნით ხალხმრავალი მსვლელობა გაიმართა

მოლდოვაში რუმინეთთან გაერთიანების მოთხოვნით ხალხმრავალი მსვლელობა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა პარლამენტარებს მოუწოდეს, მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ. აქციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა.

მარტში რუმინეთის პარლამენტმა მოლდოვასთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა მოლდოვას პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს.

კიშინიოვში გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა.