მოლდოვაში პოლიციამ იმ ჟურნალისტის სახლი და ავტომობილი გაჩხრიკა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პროპაგანდას ეწეოდა
მოლდოვაში პოლიციამ იმ ჟურნალისტის სახლი და ავტომობილი გაჩხრიკა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პროპაგანდას ეწეოდა. საუბარია პორტალ „გაგაუზნიუსის“ რედაქტორ, ნიკოლაი კოსტირკინზე.
ჩხრეკა მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა და საინფორმაციო უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივად ჩაატარეს.
როგორც მედია წერს, კოსტირკინი ეჭვმიტანილია ომისა და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაგღვივებაში. ეჭვმიტანილი ჟურნალისტი ამჟამად დაკითხვაზეა გადაყვანილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კოსტირკინი მუდმივად ავრცელებდა პროპაგანდისტულ მასალას და გამოსვლებს, რომლებშიც რუსეთის სამხედრო აგრესიას ამართლებდა, აღვივებდა სიძულვილს და ომს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვებგვერდი „გაგაუზნიუსი“ დაბლოკეს. ხელისუფლების ცნობით, პორტალი მოლდოვაში მოქმედი საგანაგებო მდგომარეობის პირობებში ომს და შუღლს აღვივებდა.