მოლდოვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რენატო უსატის დაკავების ორდერი გააუქმეს
მოლდოვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რენატო უსატის დაკავების ორდერი გააუქმეს

მოლდოვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რენატო უსატის დაკავების ორდერი გააუქმეს. ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი პარტიის“ ლიდერმა თავად განაცხადა.

კიშინიოვის პროკურატურის შენობიდან გამოსულ რენატო უსატის გარეთ თავის მომხრეები დახვდნენ.

რენატო უსატი, რომელიც პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევა, გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ უპირველეს საჭიროებისთანავე კვლავ გამოცხადდება პროკურატურაში.

როგორც უსატიმ განაცხადა, ის მზად არის, პროკურატურას „პლოხოტნიუკის რეჟიმის“ წინააღმდეგ მასალები გადასცეს“ და ითანამშრომლოს ახალ მთავრობასთან.

რენატო უსატი მოლდოვის სიდიდით მეორე ქალაქის, ბელცის ყოფილი მერია. მას შემდეგ, რაც მოლდოვაში მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, 2016 წლის აგვისტოში ქვეყანა დატოვა და რუსეთში გაემგზავრა. უსატის სახელი ფიგურირებს დაკვეთილი მკვლელობის, კონტრაბანდისა და მოსყიდვის საქმეებში.

2018 წელს უსატიმ რუსეთიც დატოვა. ის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი რუმინეთში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც 14 ივნისს ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის მიერ ჩამოყალიბებულმა მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადა, პოლიტიკოსი სამშობლოში დაბრუნდა. ის პოლიციამ საზღვარზე დააკავა და კიშინიოვის პროკურატურაში გადაიყვანა.