მოლდოვის დედაქალაქში, მთავრობის სახლის წინ აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვენ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება.
აქციის მონაწილეებს სიმბოლურად წითელი ტანსაცმელი ეცვათ. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ დეპუტატები და სამოქალაქო აქტივისტები.
მოლდოვამ სტამბოლის კონვენციას 2017 წლის თებერვალში მოაწერა ხელი, თუმცა მისი რატიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. 9 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა იონ კიკუმ განაცხადა, რომ 11 დეკემბერს მთავრობა კონვენციის რატიფიცირებას მოახდენდა. თუმცა 11 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ ამოიღო.