მოლდოვაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, ახალი ტიპის კორონავირუსით 60 წლის ქალი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, მოლდოვაში ახალი კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 17 მარტს მთავრობამ ვირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.