მოლდოვაში ადგილობრივმა ფერმერებმა 19 ივნისისთვის მასობრივი პროტესტის შესახებ გამოაცხადეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობებთან გამართავენ.
„მთავრობის მიერ დაპირებული კომპენსაციის მეთოდსა და ოდენობაზე მოლაპარაკება არ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია მზად იყო განხილვისთვის და გამოაქვეყნა პირველი ჯგუფის ნათესებზე ფერმერების ზარალის ოდენობა. ამასთან დაკავშირებით საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მასობრივი საპროტესტო აქციების განახლების შესახებ“, – ნათქვამია ფერმერთა ასოციაციის განცხადებაში.
6 ივნისს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ მოლდოვის პრემიერ-მინისტრს, დორინ რეჩინს, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც გააგრძელებს სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხარდაჭერას, თუმცა ამ მოლაპარაკებებით ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები უკმაყოფილო იყვნენ. ფერმერთა ორგანიზაციამ მთავრობას ფერმერთა დასახმარებლად ზომების მიღების მოთხოვნით მიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი მოითხოვდნენ უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას.