მოლდოვაში დნესტრისპირეთის ომის ვეტერანები მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღებას ცდილობენ
მოლდოვაში დნესტრისპირეთის ომის ვეტერანები მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღებას ცდილობენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მომიტინგეებმა შენობაში შესასვლელი შუშის კარი დაამსხვრიეს.
ვეტერანები მოლდოვის პრეზიდენტს პრორუსული კურსის გატარებაში ადანაშაულებენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ აურელიო ჩოკოის განცხადების გამო. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „დნესტრიპირეთში კონფლიქტის შეჩერება რუსეთის არმიის წყალობით მოხერხდა“.
აქციის მონაწილეები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ ასევე მიიღეს დეკლარაცია, სადაც მოლდოვიდან რუსი სამხედროების უპირობოდ გასვლას მოითხოვენ.
„პრეზიდენტი დოდონი მოღალატეა“, „მთავრობა უნდა გადადგეს“, – სკანდირებენ მომიტინგეები.
პოლიცილები აქტივისტების ნაწილის მთავრობის ადმინისტრაციაში შეშვებას დათანხმდნენ, თუმცა მომიტინგეები ამაზე უარს აცხადებენ და მთავრობის წევრების გარეთ გამოსვლას ითხოვენ.
2 მარტს მოლდოვაში დნესტრისპირეთში კონფლიქტის დაწყების თარიღს აღნიშნავენ.