მოლდოვაში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
მოლდოვაში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

მოლდოვის ქალაქ ატაკიში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. მომხდარის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონო ავრცელებს.

დოდონის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამაჟამად საგანგებო სიტუაციების კომისიის საგანგებო სხდომა იმართება. მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას ჰპირდება.