მოლდოვაში ბიულეტენების 99.32 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 42.31% აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება
მოდლოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 99.32% დათვალა.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს ამომრჩეველთა 42.31%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26.09 პროცენტმა.
კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში 50 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს.