მოლდოვაში საყოველთაო ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს, რომლის დროსაც 898 მერსა და 11 058 მრჩეველს აირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00-ზე დაიხურება.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი არჩევნების დღეს ქვეყანაში 1 958 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს, აუცილებელია, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს თითოეული საარჩევნო ოლქის საარჩევნო სიებში შეყვანილი ამომრჩევლების არანაკლებ მეოთხედმა.
მოლდოვის იმ რაიონებში, სადაც მერობის ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
კიშინეუში მერის თანამდებობისთვის 27 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, მოქმედი მერი იონ სებანი.