მოლდოვაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვას სრულად არ გამორიცხავენ
მოლდოვაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვას სრულად არ გამორიცხავენ

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის თქმით, სამომავლოდ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვას სრულად არ გამორიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

„არ გამოვრიცხავ, რომ „გაზპრომი“ მაინც ეძებს შესაძლებლობებს გაზის მიწოდებისთვის, მაგრამ უკეთესი ფასებით. ახლა არჩევანი გვაქვს და თუ უკეთეს ფასს შემოგვთავაზებენ და ეს ფასი არ იქნება დაკავშირებული პოლიტიკურ პირობებთან, პოლიტიკურ რისკებთან ჩვენსა და ევროკავშირის ურთიერთობას შორის, მაშინ ეს შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

პარლიკოვმა ასევე განაცხადა, რომ მოლდოვას ევროპული ბაზრის გარეთ გაზი ჯერ არ შეუძენია, მაგრამ განიხილავენ მსგავს ვარიანტს.