მოლდოვის საგარეო უწყება - მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც მოლდოვის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს.
„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 14 წელი შესრულდა, ეს აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ჩვენ დავგმეთ მაშინ და ვგმობთ ახლაც. მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.