მოლდოვამ რუსული საინფორმაციო გადაცემებისა და სამხედრო ფილმების ჩვენება აკრძალა
მოლდოვაში რუსული საინფორმაციო გადაცემებისა და სამხედრო ფილმების ჩვენება აიკრძალა.
შესაბამის ბრძანებას ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოაწერა ხელი. შეზღუდვა ასევე ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც ტრანსსასაზღვრო ტელემაუწყებლობის კონვენციის რატიფიცირება არ მოახდინეს.
მოლდოვის ტელერადიო საბჭოს თავმჯდომარე ლილიანა ვიცუს განცხადებით, კანონი მომავალ კვირას ამოქმედდება და პროპაგანდა ბევრად მკაცრად დაისჯება. ვიცუ ამბობს, რომ უკრაინის ომი აიძულებს ხელისუფლებას, უფრო მკაცრი ზომები მიიღოს უცხოური პროპაგანდის წინააღმდეგ.