მოლდოვამ ევროკავშირთან სატვირთო მიმოსვლის ლიბერალიზაციის შეთანხმებას ხელი მოაწერა
მოლდოვამ ევროკავშირთან სატვირთო მიმოსვლის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
შეთანხმების თანახმად, მოლდოველ გადამზიდავებს აღარ სჭირდებათ ორმხრივი და სატრანზიტო მიმოსვლის ნებართვების აღება.
„სოლიდარობის ეს დერეფანი ბოლოს მოუღებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც წარმოიშვა ჩვენთვის ომის თვეებში. ეს ნათლად აჩვენებს მოლდოვის მოძრაობას ევროპისკენ“, – განაცხადა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ.
ევროკავშირთან „უვიზო სატრანსპორტო შეთანხმებას“ უკრაინამ 29 ივნისს მოაწერა ხელი.