მოლდოვა რუსეთის ახალ ელჩად ოლეგ ოზეროვის დანიშვნას დათანხმდა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპშოიმ განაცხადა.
მოლდოვის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ოზეროვის კანდიდატურას რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ რუსმა დიპლომატმა „ყველა საჭირო შემოწმება“ გაიარა და მის გამონათქვამებში მოლდოვის საწინააღმდეგო განცხადებები არ აღმოუჩენიათ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, კიშინეუში რუსეთის ელჩის შეცვლა სტანდარტული როტაციის ფარგლებში ხდება. წინამორბედი რუსეთის ელჩის პოზიციაზე კიშინეუში ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ოლეგ ოზეროვი აღმოსავლეთმცოდნე არაბისტია, ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს. მოლდოვაში დანიშვნამდე ის საფრანგეთში, საელჩოში მუშაობდა.
ცნობისთვის, აგვისტოში მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი სახელმწიფო ღალატის ეჭვით ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გააძევა.