მოგადიშოში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აფეთქება პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფება „ალ შაბაბი“ მოქმედებს, რომელიც მთავრობის დამხობას და ქვეყანაში ისლამური წესების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.