მოძრაობის თეატრში სპექტაკლის „პატარა უფლისწულის“ პრემიერა გაიმართება
მოძრაობის თეატრში სპექტაკლის „პატარა უფლისწულის“ პრემიერა გაიმართება

მოძრაობის თეატრი საპრემიერო სამზადისშია. დასი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცნობილი ნაწარმოების „პატარა უფლისწულის“ მიხედვით შექმნილ სცენოგრაფიაზე მუშაობს. რეჟისორი იოსებ ბაკურაძეა.

სკოლის მოსწავლე ბიჭუნა სახლში თამაშისას ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ წიგნს იპოვის. ხელის შეხებისთანავე უცნაური გმირები ჩნდებიან მის ოთახში. ოთახი, რომელიც მთელ გალაქტიკად იქცევა, სკოლის მოსწავლე ბიჭუნას თავგადასავლის ადგილი ხდება. ეს არის პატარა ბიჭუნას ფანტაზიით დანახული ეგზიუპერის უკვდავი ამბავი პატარა უფლისწულზე.

ჟესტების ენით გადმოცემული ცნობილი ნაწარმოების ქორეოგრაფია გიორგი ღონღაძეს ეკუთვნის, კოსტიუმებისა და დეკორაციის მხატვრობა ბიძინა სიდიანს, მუსიკალური გაფორმება სანდრო ნიკოლაძესა და დავით კაკულიას.

საპრემიერო ჩვენებები მოძრაობის თეატრში 14, 15 და 22 აპრილს გაიმართება.