მოძრაობის თეატრში სპექტაკლის „ამბავი ერთი მკვლელისა“ პრემიერა გაიმართება
მოძრაობის თეატრში ახალი სპექტაკლის, „ამბავი ერთი მკვლელისა“ პრემიერა გაიმართება. სრულყოფილი სუნამოს შესაქმნელად ჟან-ბატისტ გრენუის მიერ ჩადენილი მკვლელობების ამბავი, პატრიკ ზიუსკინდის ”სუნამოს” მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის ავტორი რეჟისორი იოსებ ბაკურაძეა.
როგორც რეჟისორმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, წარმოდგენაზე თვენახევარი მუშაობდა. ბაკურაძის განცხადებით, სურნელზე უსიტყვო სპექტაკლით შეეცდება მოძრაობის მეშვეობით გადმოსცეს ის გარემო, რომელიც პატრიკ ზიუსკინდს აქვს საკუთარ ნაწარმოებში აღწერილი.
სპექტაკლის პრემიერა 10, 11 და 12 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი, რეჟისორი დასთან ერთად ბოლო გენერალურ რეპეტიციებს მართავს.