მოძრაობამ „ერთად სახლში-საქართველო“ თავისუფლების მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართა
მოძრაობამ „ერთად სახლში-საქართველო“ თავისუფლების მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართა.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი აპროტესტებენ საქართველოს ოკუპაციას, ასევე ქვეყანაში არსებულ პრობლემატურ საკითხებს და მათთან მიმართებაში მთავრობის გადაწყვეტილებებს.
„ვაპროტესტებთ განათლების დღვანდელ მდგომარეობას, ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც მიმართულია სახელმწიფოს ჩამოშლისკენ. ეს არის მშვიდობიანი აქცია“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანა ფეხმაშვილმა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ორგანიზაცია რომელიც ემიგრანტებმა დააარსეს, აქციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სისტემატურად გამართავენ. მოძრაობის წევრების თქმით, აქციების მიზანი საქართველოში ვითარების შეცვლაა.