რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ჩრდილოეთით, ჯაუზჯანის პროვინციაში ერთ-ერთ რაიონზე კონტროლი დაამყარა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხამ ააბში შესვლამდე „თალიბანსა“ და ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.
ახალი სტრატეგიით, „თალიბანი“ მსხვილ ქალაქებს ესხმის თავს. ავღანეთის ტერიტორიაზე გავლენა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომაც გააძლიერა.