მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები პარლამენტის შენობაში შესვლას ითხოვენ
მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები პარლამენტის შენობაში შესვლას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები არიან შეკრებილები, ისინი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მათზე დაშვებულია საშვები, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

აქტივისტების თქმით, მათ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან. ასევე აინტერესებთ, უჭერს თუ არა მხარს იუსტიციის მინისტრი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ.