მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ
მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ.
მათი განცხადებიით, გუშინ, პარლამენტთან აქციის მონაწილეები უკანონოდ დააკავეს.
„ბუნებრივია, ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება ამ შენობაში და მთელ ქვეყანაში. არჩევნები ხომ წაგვართვეს, ხომ დაგვაბრმავეს, ახლა არაფრის გამო იჭერენ ადამიანებს და სცემენ პოლიციის შენობაში. ეს არის სისიტემა, რომელიც უნდა დაინგრეს და აუცილებლად დაინგრევა. გავაპროტესტებთ ბოლომდე, გავაპროტესტებთ სადაც საჭირო იქნება, ყველგან მივალთ, ყველა ელჩთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამათგან არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ არსებობს“,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინდელი აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.