მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის პარალელურად აქციას მართავენ
მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლები სასტუმრო „ბილტმორთან“, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მერვე ყოველწლიური სესია უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც ცნობილია, ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 14:00 საათზე გახსნის.
მასში მონაწილეობას მიიღებს ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მოძრაობის წევრები სასტუმროსთან პლაკატებითა და სიმბოლურად საარჩევნო ყუთით არიან მისულები. ისინი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას დისკომფორტს იქამდე შეუქმნიან, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.