მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრებმა ქუთაისის მერიის შენობის წინ აქცია გამართეს
მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრებმა ქუთაისში მერიის შენობის წინ აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საყოველთაო ამნისტიის გამოცემა საკანონმდებლო ორგანოს სთხოვეს.
როგორც ისინი აცხადებენ, მთავარია მათი მოძრაობა და კამპანია სახალხო გახდეს, მოგვიანებით კი, პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტით მიმართავენ.
მსგავსი აქცია უკვე გაიმართა ზუგდიდსა და ბათუმში. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციის გამართვას თბილისშიც გეგმავენ.