მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აფხაზეთიდან კონტრაბანდული თამბაქოს გაყიდვას აპროტესტებენ.
აქციაზე მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს შენობასთან თამბაქოს კოლოფების დადება სურდათ, რისი უფლებამ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
„ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური მმართველობის შედეგი არის ის, რომ არამხოლოდ სამეგრელოში, უკვე იმერეთის რეგიონშიც, კონტრაბანდა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახიდან იყიდება კონტრაბანდული თამბაქო და ეს საზოგადოებამ კარგად ნახა. სწორედ ამის გასაპროტესტებლად ვართ. მოვუწოდებთ, ნუ ლობირებს კონტრაბანდულ თამბაქოს და აღმოფხვრას ეს პრობლემა“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.