მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს [ფოტო]
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, გუშინ, ჩხოროწყუში „შეცვალეს“ წევრებს თავს დაესხნენ, რასაც აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, საკრებულოსთან გამართული აქციის შემდეგ, გვიან ღამით „შეცვალეს“ სამ წევრს დაესხნენ თავს.
როგორც ამბობენ, დაკავებულია საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის ძმა, ხოლო მეორე თავდამსხმელი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
მათ ადგილზე სიმბოლურად ნაგვის ურნა მიიტანეს.
ოფისთან რამდენჯერმე მოხდა მცირე სიტყვიერი დაპირისპირება.
პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, არ გაეკეთებინათ წარწერები ქუჩაზე, ასევე პოლიციამ მათ პარტიის ოფისის შესასვლელში ურნის დადგმის საშუალება არ მისცა.
მოძრაობის წევრებმა პოლიციის მოწოდების მიუხედავად, წარწერები მაინც გააკეთეს.